ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჟოტამ ბავშვობის სიყვარულზე იქორწინა: საბედისწერო ავარიის დეტალები, რომელსაც ძმები ემსხვერპლნენ - "ლამბორჯინის" საბურავი გასკდა და..."
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ვარსკვლავი დიოგო ჟოტა 28 წლის ასაკში გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის "ლამბორჯინი“ ჩრდილოეთ ესპანეთში გზიდან გადავარდა.
-
პორტუგალიელი თავდამსხმელი მანქანით თავის მეგობართან და უმცროს ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ასევე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მეგობარი სიკვდილს გადაურჩა.
სავარაუდოდ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვართან ახლოს, გასწრების დროს "ლამბორჯინის" საბურავი გასკდა. მანქანა გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ძმების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
-
22 ივნისს, ჟოტა თავის ბავშვობის სიყვარულზე, რუთ კარდოსოზე დაქორწინდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ოთხშაბათს, 28 წლის ჟოტამ და კარდოსომ ქორწილის ვიდეო გამოაქვეყნეს წარწერით: "დღე, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ“.
ჟოტას კარიერა "პასუშ დე ფერეირაში“ დაიწყო, რის შემდეგაც 2016 წელს ლა ლიგის კლუბ მადრიდის "ატლეტიკოს“ შეუერთდა. 2024/25 წლების სეზონში პრემიერ ლიგის გამარჯვებული გუნდის "ლივერპულის" წევრი იყო. ჟოტა ასევე თამაშობდა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში და გასულ თვეში გუნდს ერთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.