რეკლამა

"სულ საჭიროა 125 000 დოლარი, მუხლებზე დაჩოქილი გეხვეწებით... ბურთი მოხვდა მუცელში და აქედან დაიწყო ყველაფერი" - 13 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება

"სულ საჭიროა 125 000 დოლარი, მუხლებზე დაჩოქილი გეხვეწებით... ბურთი მოხვდა მუცელში და აქედან დაიწყო ყველაფერი" - 13 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება
  • 5

თიბისი GE72TB7044145068100006

საქართველოს ბანკი GE55BG0000000162604315

ლიბერთი GE29LB0711160969581000

ტერა ბანკი GE05KS0036010183771101

მიმღები ანნა იმნაძე დედა

"უნდა გაუძლო, დე, ძალიან ცოტა დარჩა, ხალხი არ მიგატოვებს, დე, გამოჯანმრთელდები. ისევ შეძლებ ფეხბურთის თამაშს, ისევ ივლი შენს საყვარელ სკოლაში შენს მეგობრებთან ერთად", - ასე ამხნევებს ყოველდღე დედა თავის 13 წლის შვილს, ნიკოლოზს, რომელიც ახლა თურქეთში, კერძოდ სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ნიკოლოზი ოთხი წელია ამ დაავადებას ებრძვის და დღეს მას საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება. ავთვისებიანი სიმსივნის ნეირობლასტომის დიაგნოზი ოთხი წლის წინ დაუსვეს. მას შემდეგ არაერთი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. მის გამოსაჯანმრთელებლად ბოლი შანსი სწორედ ქიმიოთერაპიაა, რომელიც ძალიან ძვირია. ოჯახმა ყველანაირი რესურსი კარგა ხანია ამოწურა და მათ მართლა მთელი საქართველოს დახმარება სჭირდებათ, რომ ამ ფინანსების მობილიზება შეძლონ და მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.

ჩვენ ნიკოლოზის დედას, ანნა იმნაძეს თურქეთში დავუკავშირდით, სადაც ის შვილთან ერთად იმყოფება.

ანნა იმნაძე:

- ძალიან მრცხვენია თანხის თხოვნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სიმწრით გავაგრძელეთ ქიმიოთერაპიის კურსები და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა შეწყდეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ნიკოლოზის მკურნალობა. ჩემს ნიკოლოზს სიცოცხლის დიდი შანსი აქვს, ამ შანსს უფულობის გამო ვერ დავკარგავთ, გემუდარებით, მუხლებზე დაჩოქილი გეხვეწებით, რომ ეს შანსი არ წაართვათ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს. როგორმე დამეხმარეთ, რომ ჩემი ნიკოლოზი ფეხზე დავაყენო. ჩემს შვილს სიცოცხლე ძალიან უნდა.

როცა ვიაზრებ იმას, რომ შეიძლება უფულობის გამო დავკარგო, ცუდად ვხვდები. მიშველეთ, გეხვეწებით, არ დამღუპოთ. ძალიან სტკივა მას და მისი ტკივილი ჩემი ტკივილია. დაუღალავად ვიბრძვი ჩემი ბიჭის სიცოცხლისთვის, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ არ დაინანოთ ჩემი შვილისთვის, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია.


შეგიძლიათა დაგვიკავშირდეთ "ვოთსაფში" ნომერზე 555 26 27 04. ეს ჩემი ნომერია, მე ნიკოლოზის დედა ვარ.

არ მიგვატოვოთ, ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ მიზერული თანხაც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნიკოლოზი ფულის გამო არ უნდა დამეღუპოს. ძალიან მრცხვენია სულ თხოვნის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ რა ვქნა, შვილს ხელს ვეღარ გავუშვებ. ეს ის მომენტია, როცა საშინლად მჭირდებით, ჩემი ნიკოსთვის, შვილისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, ჯოჯოხეთურ სიტუაციაში ვართ, თანხებია გადამწყვეტი.

ქართველებო, თქვენ ხომ სასწაული შეგიძლიათ მოახდინოთ, თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, ერთობით არაერთი ბავშვის სიცოცხლე რომ გადაგირჩენიათ. გეხვეწებით, გაერთიანდით ჩემი ბიჭის გარშემო. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. ხალხის დახმარებით, ახლა მეოთხე ქიმიოთერაპიას გავდივართ, კიდევ ორი დაგვრჩა და მორჩა. ყოველი გაღებული თეთრი უკან ათასად დაგიბრუნდებათ, რადგან დაეხმარებით ბიჭს, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის.

- ანნა, როდის დაუდგინდა ბავშვს ეს დაავადება?

- 4 წელია. ნიკოლოზი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. როგორც იცით, თურქეთში ვართ ახლა. 4 ადგილას ჰქონდა და მარჯვენა მხარეს დავამარცხეთ. მერე სანამ კონტროლს გავივლით აღმოჩნდა, რომ მარცხენა მხარეს წამოუვიდა 9 ადგილას, მხოლოდ გულის არეს არ არის შეხებული. მუხლამდე თითქმის მოფენილი აქვს მეტასტაზები. ნიკო ახლა 13 წლისა. სრულიად ჯანმრთელი იყო, ფეხბურთს თამაშობდა, აქტიური ბავშვი იყო, სიცოცხლით სავსე. ბურთი მოხვდა მუცელში და აქედან დაიწყო ყველაფერი. ოპერაცია ჩაუტარდა, იქაც იყო დაშვებული შეცდომა და თურქეთში რომ ჩამოვიყვანეთ, საშინელი დაიგნოზი დაგვისვეს.

ხალხის დახმარებით, 25 000 დოლარი შევაგროვეთ და ეს მეოთხე ქიმია რომ დაიფაროს, კიდევ 125 000 დოლარია საჭირო. 50 000 დოლარი ჯდება მთლიანად თითო ქიმიოთერაპიიის კურსი, ამას არ აფინანსებს სახელმწიფო, იმიტომ, რომ ეს მედიკამენტები, რაც ახლა გამოიყენება, ბოლო ეტაპზე როცაა, მაშინ იყენებენ.

ბოლო შანსია, რომ მეტასთაზებმა დაიხიოს უკან, უძლიერესი მედიკამენტია.

ახლა ჯანდაცვა პირველად დაგვეხმარა და 22 000 დოლარამდე თანხა დაგვირიცხა, მაგრამ მესამე ქიმიოთერაპიის თანხა სრულად დაფარული არ იყო, ამიტომ, ნაწილი ამ ფულით გავისტუმრეთ და მხოლოდ ნაწილი გადმოვიდა მეოთხე ქიმიაზე.

მოკლედ, ახლა ორი ქიმია კიდევ გვრჩება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს დიდი ბრძოლა. ამისთვის კი სულ საჭიროა 25 000 დოლარი. ექიმები 20 პროცენტს მაძლევენ შანსს, რომ ნიკოლოზმა ეს დაავადება დაამარცხოს. ამ შანსს ვერ დავკარგავთ.

- რა სიმპტომები ჰქონდა ბავშვს, როცა ეს დაავადება გამოვლინდა?

- ნიკოლოზი ქობულეთში ცხოვრობს. მეუღლეს გაშორებული ვარ 10 წელია და ემიგრაციაში ვიყავი წასული. ნიკოლოზს ზრდიდა ჩემი მეუღლე და მისი ოჯახი, ეს დაავადება რომ დაუდგინდა, მაშინათვე წამოვედი საქართველოში და მას შემდეგ, გვერდიდან არ ვშორდები. არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა.

ნეირობლასტომას ვებრძვით, ანუ მეტასტაზურ სიმსივნეს. 4 წელია, არც სკოლაში უვლია, არც ფეხბურთი უთამაშია. ახლა, 22 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე დანაკლასელებმა გადაუხადეს. ისე სუსტად იყო, სანთელსაც ძლივს აქრობს. ნიკოლოზი ძალიან გულჩათხრობილი გახდა, მინდა, მისი თვალები გაბრწყინებული იყოს. ძალიან ძნელია, როცა ხედავ, ფინანსები წყვეტს ყველაფერს. გვინდოდა საფრანგეთში წასვლაც და იქ ჩაბარება, მაგრამ, იმდენად მაღალია მეტასტაზები, ვერ გავრისკავთ სხვა ქვეყანაში წაყვანას, რადგამ არ ვიცით, იქ რა დრო დაჭირდება ჩაბარებას და მერე პროცედურებს. დრო არ ითმენს, დროს ვერ დავკარგავთ.

გემუდარებით, დამეხმარეთ, ჩემს შვილს დაუბრუნეთ ის ლაღი ცხოვრება, რომელიც მას ჰქონდა. მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს და დაგვეხმარება.

(სპეციალურად საიტისთვის)

რეკლამა
ყველა სიახლის ნახვა
მსგავსი სიახლეები